суббота, 17 октября 2015 г.

დღე მეცხრე

დღეს დასრულდა ჩვენი ინტელის ტრენინგი, ძალიან მწყდება გული, მაგრამ იმედი მაქვს კიდევ მოგვიწევს ბატონ დავითთან შეხვედრა და მუშაობა. ამ ტრენინგმა ბევრი რამე გვასწავლა რაც აუცილებლად გამოგვადგება მუშაობაში. დიდი მადლობა ბატონო დავით ყველაფრისათვის! ყველამ ჩავაბარეთ დაგახარებულები ვააართ!!!

დღე მერვე

დღეს გავიხსენეთ დრაივიდან ბლოგზე საქაღალდის მიმაგრება, ძალიან ვისიამოვნე. გარდა ამისა ბატონმა დათომ მაჩვენა საიტი, სადაც უამრავი თვალსაჩინოების  მოძიებას შევძლებ, დიდი მადლობა ბატონო დავით, თქვენ რომ არა არ ვიცი რა გვეშველებოდა, იმედია ეს ტრენინგები კიდევ გაგრძელდება და ისევ ბატონი დათო იქნება ჩვენი ტრენერი.

воскресенье, 11 октября 2015 г.

დღე მეშვიდე

    დღეს ძალიან ვისიამოვნე ვისწავლეთ ბლოგების გაფორმება, კალენდრის და საათის ჩასმა. გარდა ამისა ვისწავლე საავტორო უფლებებზე მუშაობა.  ასევე საქაღალდეებში რა ნამუშევრები უნდა გვქონდეს და გამეხარდა, რადგან დავალებების უმრავლესობა შესრულებული მქონია. მადლობა ბატონო დავით!

суббота, 26 сентября 2015 г.

დღე მეხუთე

დღეს ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების გაკეთება და პასუხის გაცემა, ასევე გავიხსენეთ pover point-ში მუშაობა. ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო. ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ ბატონო დავით!

воскресенье, 20 сентября 2015 г.

დღე მეოთხე

დღეს ყველაფერი გავიმეორეთ, უკეთ დამამახსოვრდა ყველაფერი, მადლობა ბატონო დავით, რომ ჩვენ გვიძლებთ.

воскресенье, 13 сентября 2015 г.

დღე მესამე

ძალიან საინტერესო დღე იყო, ვისიამოვნე,რადგან ვისწავლე კითხვარის შედგენა, დიდი მადლობა ბატონო დავით!

суббота, 12 сентября 2015 г.

მეორე დღე

დღეს ვისწავლეთ მოსაწვევის, ბროშურის და სიგელის გაკეთება. ცოტა გამიჭირდა, იმედია თავს გავართმევ.